ვაკანსიები
კომპანიის შესახებ
დატოვე CV
LinkedIn
Facebook
ბმულის კოპირება
დატოვე CV
ვაკანსიები
კომპანიის შესახებ
- აირჩიეთ ლოკაცია -
თბილისი
ქუთაისი
ბათუმი
თელავი
გაფილტვრა
განულება
დასახელება
თარიღი
ფილტრი
გაყიდვების კონსულტანტ-ექსპერტი
ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
"დიო" დაარსებიდან 30-ე წელს ითვლის. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს ფილიალები. "დიო" -ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ კომპანია ბაზარზე ლიდერად აქცია. იმედია "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.შ.პ.ს "დიო" აცხადებს მიღებას გაყიდვების კონსულტანტ/ექსპერტის პოზიციაზე ბათუმში.განაცხადის შემოტანა შეუძლიათ ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სამუშაო ადგილი: ბათუმი, ვახტანგ გორგასლის 128/134სამუშაო გრაფიკი: სრული ჩვენ გთავაზობთ:ანაზღაურების შემდეგ სისტემას: ფიქსირებული 1100 ლარი+ბონუსი გაყიდვებიდან;ჯანმრთელობის დაზღვევას;მობილურზე ულიმიტო სასაუბრო დროს;კომფორტულ სამუშაო გარემოს;პროფესიონალების გუნდის წევრობას;წახალისების სისტემას (ექსკურსიები, კორპორატიული საღამოები და სხვა); ჩვენი მოთხოვნებია:** პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;** დამკვეთებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების უნარჩვევები;** გამართული საუბარი ქართულად;** უპირატესობა მიენიჭებათ რუსული/ინგლისური სასაუბრო ენის მცოდნეს.** პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პრეზენტაციის უნარი;** ახლის სწრაფად ათვისების უნარი; თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება: დამკვეთებისთვის კონსულტაციის გაწევა, როგორც ტელეფონით, ასევე ოფისში.შეკვეთების მიღება შესაბამის პროგრამაში დაფიქსირებაპროდუქციის ფასების გამოთვლა, მომხმარებლისთვის გაცნობა.
ხარისხის მართვის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-07-14 - —
შ.პ.ს „დიო“ — წამყვანი კომპანია საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა და მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯრების წარმოებაში, დაარსებიდან 30-ე წელს ითვლის. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.„დიო“-ს წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. იმედია, „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებითი გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად გავაგრძელოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე. სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ N 3. სათავო ოფისი. ექვემდებარება: გენერალურ დირექტორს დაქვემდებარებაში ყავს: ხარისხის კვლევის(1), ხარისხის მონიტორინგის(1) და შრომის უსაფრთხოების (1) სპეციალისტებისამუშაო განაკვეთი: სრული შრომის ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი ხელფასის 10 % ჩვენთან გელოდებათ: 5 დღიანი სამუშაო კვირა ჯანმრთელობის დაზღვევა კვებით უზრუნველყოფა წახალისების სისტემა მეგობრული გუნდი კომფორტული სამუშაო გარემო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება.ხარისხის მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე).სერტიფიკატები (სავალდებულო):ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის /შიდა აუდიტორის/ სერტიფიკატი;შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტის ვალიდური სერტიფიკატი.პროგრამული პროგრამები: საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და რომელიმე ERP სისტემის (მაგ. 1C) ცოდნა.ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.უნარები: ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და ბიზნეს-ანგარიშგების (რეპორტინგის) გამოცდილება. საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: პასუხისმგებლობის მაღალი დონე ანალიტიკური აზროვნების უნარი როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი დროის ეფექტურად მართვა დეტალებზე ორიენტირება კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი, სტრატეგიულად აზროვნება; თქვენი ძირითადი მოვალეობებია ISO 9001:2015 მართვა: ხარისხის მენეჯმენტის სისტემის პროცედურების შემუშავება, მათი მუდმივი გაუმჯობესება.აუდიტი და სერტიფიცირება: შიდა აუდიტის ჩატარება, საკონტროლო (გარე) აუდიტისთვის დოკუმენტაციის მომზადება და სერტიფიცირების პროცესის მართვა.შეუსაბამობების მართვა: ხარისხის პროცესებში გამოვლენილი შეუსაბამობებისა და მომხმარებელთა პრეტენზიების (რეკლამაციების) ანალიზი და რეაგირება (1C პროგრამაში ასახვით).ხარისხის კვლევის, მონიტორინგისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მუშაობის კოორდინაცია და ზედამხედველობა.KPI და რეპორტინგი: დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად შესრულების ძირითადი ინდიკატორების (KPI) განსაზღვრა/მონიტორინგი; ტოპ-მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება.შრომის უსაფრთხოება (HSE): შრომის უსაფრთხოების სტანდარტების კონტროლი, საჭიროებისამებრ ობიექტების შემოწმება, პერსონალის ინსტრუქტაჟი და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვა-აღრიცხვის მართვა.საოპერაციო მხარდაჭერა: ავტოპარკის ეფექტურობის მონიტორინგი (რეპორტინგი) და ხელმძღვანელობის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.
ხარისხის კვლევის სპეციალისტი
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
შ.პ.ს „დიო“ — წამყვანი კომპანია საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა და მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯრების წარმოებაში, დაარსებიდან 30-ე წელს ითვლის. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები. „დიო“-ს წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. იმედია, „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებითი გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: შ.პ.ს „დიო“-ს სათავო ოფისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. ფარსადანის ქ.3 სახელფასო სარგო: ხელზე ასაღები 1400 ლარი + ბონუსი ხელფასის 25% რას გთავაზობთ „დიო“: თანამედროვე და კეთილმოწყობილ ოფისს; ჯანმრთელობის დაზღვევას; წახალისების სისტემას; კვებით უზრუნველყოფას; ნაწილობრივ ტრანსპორტირებას. თქვენგან მოველით: ისო 9001 :2015 სტანდარტის ცოდნას (კერძოდ :ანალიზი და შეფასება; დამკვეთის კმაყოფილება; შეუსაბამობა და მაკორექტირებელი ქმედებები) მომხმარებლების გამოკითხვის ჩატარება , კომპანიის წარმოებული პროდუქციის და გაწეული მომსახურებით კმაყოფილების დონის განსაზღვრის მიზნით კვლევის შედეგების დოკუმენტირება პროგრამა 1 ც მოდულში. მათი ანალიტიკა და რეპორტინგი ; კომპანიაში არსებული შეუსაბამობების მართვის სისტემის (1 ც მოდული) მუდმივი მონიტორინგი, შეუსაბამობების რეგისტრაციისა და განხილვას მეთოდიკის საკითხებში დასაქმებულების მხარდაჭერა და კონსულტირება, ანალიტიკა და რეპორტინგი; დამზადებული პროდუქციის ხარისხის შემოწმების შედეგების მონიტორინგი და მონაცემთა ანალიზი. თქვენი კვალიფიკაცია: უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით); მონაცემთა ანალიტიკა, დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის გამოცდილება; კლიენტებთან ურთიერთობის, ხარისხის გამოკითხვის წარმოების უნარ-ჩვევები; ერთ-ერთი უცხო ენის (რუსული / ინგლისური) სრულყოფილი ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Word, Excel, Outlook, 1C; საპრეზენტაციო რეპორტინგის მაღალი ხარისხით მომზადების უნარი; გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი. გისურვებთ წარმატებებს!
დასახელება
თარიღი
- აირჩიეთ ლოკაცია -
თბილისი
ქუთაისი
ბათუმი
თელავი
გაფილტვრა
განულება