შეკვეთების მართვის სპეციალისტი
15-06-2026 - 15-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

შ.პ.ს „დიო“  წამყვანი კომპანიია საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა და მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯრების წარმოებაში. ფირმა „დიო“ დაარსებიდან 30-ე  წელს ითვლის.

კომპანიის სათაო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომანიას აქვს წარმომადგენლობები.

დიო“ –ს წარმატების ერთ–ერთი გამსაზღვრელი  დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.  საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე   ლიდერად.

 იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ  სამუშაო ადგილად  იქცევა,  სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

დიო აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: შ.პ.ს „დიო“-ს სათავო ოფისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. ფარსადანის ქ.3
  • სახელფასო სარგო: ხელზე ასაღები 1600 ლარი + 0.45% გაყიდვებიდან.

რას გთავაზობთდიო“:

  • თანამედროვე და კეთილმოწყობილ ოფისს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წახალისების სისტემას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ნაწილობრივ ტრანსპორტირებას.

თქვენგან  მოველით:

  1. სპეციალისტის პორტფელში არსებული ექსტერიერის პროდუქტების შესახებ სრული ინფორმაციის შესწავლას  და მათი გაყიდვის პროცესის სრულად წარმართვას;
  2. პოტენციურ დამკვეთებთან მუდმივ და ეფექტურ კომუნიკაციას;
  3. შეკვეთების დამუშავება, კალკულაცია/გაანგარიშებების შედგენას, დამკვეთისთვის მიწოდებასა და შიდა აღრიცხვის სისტემაში ინფორმაციის შეტანას;
  4. შემდგომი წარმოებისა და მიწოდებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენას;
  5. დამკვეთისთვის ინვოისების, ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და მათთან შეთანხმებას.

თქვენი კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
  • მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კლიენტებთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარ-ჩვევები;
  • ერთ-ერთი უცხო ენის (რუსული / ინგლისური) სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Word, Excel, Outlook, 1C;
  • ნახაზის კითხვისა და აღქმის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.

გისურვებთ წარმატებებს!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<