არქიტექტურული პროექტების სპეციალისტი / ინჟინერი
15-06-2026 - 15-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

შ.პ.ს „დიო“  წამყვანი კომპანიია საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა და მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯრების წარმოებაში. ფირმა „დიო“ დაარსებიდან 30-ე  წელს ითვლის.

კომპანიის სათაო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომანიას აქვს წარმომადგენლობები.

დიო“ –ს წარმატების ერთ–ერთი გამსაზღვრელი  დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.  საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე   ლიდერად.

 იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ  სამუშაო ადგილად  იქცევა,  სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

 

დიო აცხადებს ვაკანსიას არქიტექტურული პროექტების სპეციალისტი / ინჟინერის პოზიციაზე.

სამუშაო  ადგილი:  თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ N 3. სათავო ოფისი.

ექვემდებარება:  გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს

სამუშაო განაკვეთი: სრული


ახელფასო  ანაზღაურება:  გამომუშავებით, ხელზე 2000 ლარი+ ბონუსი

 

ჩვენთან გელოდებათ:

  • 5 დღიანი სამუშაო კვირა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კვებით უზრუნველყოფა
  • წახალისების სისტემა
  • მეგობრული გუნდი
  • კომფორტული სამუშაო გარემო
  • ნაწილობრივ ტრანსპორტირება

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო, არქიტექტურული, საინჟინრო ან მონათესავე ტექნიკური დარგის მიმართულებით
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (EXCEL - საშუალო დონეზე)
  • პროგრამა LOGICAL (ORGADATA) ცოდნა აუცილებელია
    ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია
  • AUTOCAD/ARCHICAD პროგრამების ცოდნა სასურველია
  • MBCAD/ WINTECH პროგრამების ცოდნას მიენიჭება უპირატესობა
  • არქიტექტურული ნახაზებისა და პროექტების კითხვა

 

თქვენი მოვალეობებია:

 

  • არქიტექტურული პროექტების დამუშავება სპეციალურ პროგრამებში
  • არქიტექტურული ნახაზების გახსნა, წაკითხვა და ტექნიკურ სამსახურთან ერთად დამუშავება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
  • ექსტერიერის დეპარტამენტის სხვადასხვა პროდუქტის ტექნიკური ბარათების დამზადება წარმოებისთვის სპეციალურ პროგრამებში.
  • საჭიროების შემთხვევაში ნახაზებისა და მცირე პროექტების შექმნა არქიტექტურულ პროგრამებში.

 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ორგანიზებულობა
  • პრეზენტაბელურობა

გისურვებთ წარმატებებს!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<