ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 მკ, ფარსადანის N3
სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათი - პარასკევი, 09:30 – 18:00)
ანაზღაურება & ბენეფიტები: ანაზღაურება შეთანხმებით + შედეგებზე დაფუძნებული ბონუსი + უფასო სადილი/შესვენება ადგილზე + ჯანმრთელობის დაზღვევა
▪ კრეატიული კონცეფციები და კონტენტის შექმნა
- მარკეტინგის გუნდთან ერთად კრეატიული სარეკლამო იდეებისა და კონცეფციების შემუშავება;
- სარეკლამო კამპანიების, ვიდეორგოლებისა და სხვა მარკეტინგული კონტენტის შექმნის პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;
- თანამედროვე მარკეტინგული ტენდენციებისა და ინოვაციური მიდგომების მოძიება და პრაქტიკაში დანერგვა;
- AI ინსტრუმენტების გამოყენება კრეატიული და მარკეტინგული პროექტების განვითარებისთვის.
▪ მარკეტინგული ღონისძიებები და პროექტების მართვა
- მარკეტინგული ღონისძიებების, გამოფენების, პრეზენტაციებისა და სარეკლამო აქტივობების ორგანიზება;
- ახალი პროდუქტების წარდგენისა და პოპულარიზაციის პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
- პროექტების ბიუჯეტების დაგეგმვა, ხარჯებისა და შესრულების ვადების კონტროლი;
- განხორციელებული აქტივობების შედეგების შეფასებასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობა.
▪ გუნდური თანამშრომლობა და გარე კომუნიკაცია
- გრაფიკულ დიზაინერთან, სოციალური მედიის მენეჯერთან და სხვა გუნდის წევრებთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
- სარეკლამო სააგენტოებთან, პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მარკეტინგის, რეკლამის, კომუნიკაციების ან შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება;
- კრეატიული აზროვნება და ორიგინალური იდეების გენერირებისა და განვითარების უნარი;
- მარკეტინგული პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების გამოცდილება;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარები;
- საკუთარი იდეების დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარდგენის უნარი;
- პარტნიორებთან და კონტრაქტორებთან ეფექტიანი ურთიერთობისა და ხელსაყრელი პირობების შეთანხმების უნარი;
- პროექტების მართვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და ვადების დაცვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
- პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ორგანიზებულობა, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
- ინგლისური ენის ცოდნა.
▪ უპირატესობად ჩაითვლება:
- განხორციელებული კრეატიული კამპანიებისა და მარკეტინგული პროექტების პორტფოლიო;
- ვიდეოკონტენტის შექმნისა და სარეკლამო წარმოების პროცესში მონაწილეობის გამოცდილება;
- AI ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები
- 30-წლიანი გამოცდილების მქონე სტაბილურ კომპანიაში მუშაობას;
- პროფესიონალ და შემოქმედებით მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობას;
- საკუთარი იდეების რეალურად განხორციელების შესაძლებლობას;
- საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებში მონაწილეობას;
- პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას;
- შედეგებზე ორიენტირებულ, თანამშრომლობით სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას,შედეგებზე დაფუძნებული ბონუსს, წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად;
- უფასო სადილსა და შესვენებას ადგილზე;
- სადაზღვევო პაკეტს;
- სამუშაო გრაფიკს: 09:30 – 18:00 (ორშაბათი - პარასკევი).
განაცხადის მიღების წესი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და შესაძლებლობის შემთხვევაში, განხორციელებული სარეკლამო კამპანიების ან მარკეტინგული პროექტების პორტფოლიო ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@dio.ge. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „მარკეტინგის სპეციალისტი“.
გისურვებთ წარმატებებს!