შ.პ.ს „დიო“ — წამყვანი კომპანია საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა და მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯრების წარმოებაში, დაარსებიდან 30-ე წელს ითვლის. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.
„დიო“-ს წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. იმედია, „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებითი გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.
მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად გავაგრძელოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ N 3. სათავო ოფისი.
ექვემდებარება: გენერალურ დირექტორს
დაქვემდებარებაში ყავს: ხარისხის კვლევის(1), ხარისხის მონიტორინგის(1) და შრომის უსაფრთხოების (1) სპეციალისტები
სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომის ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი ხელფასის 10 %
ჩვენთან გელოდებათ:
5 დღიანი სამუშაო კვირა
ჯანმრთელობის დაზღვევა
კვებით უზრუნველყოფა
წახალისების სისტემა
მეგობრული გუნდი
კომფორტული სამუშაო გარემო
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება.
ხარისხის მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე).
სერტიფიკატები (სავალდებულო):
- ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის /შიდა აუდიტორის/ სერტიფიკატი;
- შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტის ვალიდური სერტიფიკატი.
პროგრამული პროგრამები: საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და რომელიმე ERP სისტემის (მაგ. 1C) ცოდნა.
ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები: ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და ბიზნეს-ანგარიშგების (რეპორტინგის) გამოცდილება.
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობის მაღალი დონე
ანალიტიკური აზროვნების უნარი
როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დროის ეფექტურად მართვა
დეტალებზე ორიენტირება
კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი, სტრატეგიულად აზროვნება;
თქვენი ძირითადი მოვალეობებია
- ISO 9001:2015 მართვა: ხარისხის მენეჯმენტის სისტემის პროცედურების შემუშავება, მათი მუდმივი გაუმჯობესება.
- აუდიტი და სერტიფიცირება: შიდა აუდიტის ჩატარება, საკონტროლო (გარე) აუდიტისთვის დოკუმენტაციის მომზადება და სერტიფიცირების პროცესის მართვა.
- შეუსაბამობების მართვა: ხარისხის პროცესებში გამოვლენილი შეუსაბამობებისა და მომხმარებელთა პრეტენზიების (რეკლამაციების) ანალიზი და რეაგირება (1C პროგრამაში ასახვით).
- ხარისხის კვლევის, მონიტორინგისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მუშაობის კოორდინაცია და ზედამხედველობა.
- KPI და რეპორტინგი: დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად შესრულების ძირითადი ინდიკატორების (KPI) განსაზღვრა/მონიტორინგი; ტოპ-მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება.
- შრომის უსაფრთხოება (HSE): შრომის უსაფრთხოების სტანდარტების კონტროლი, საჭიროებისამებრ ობიექტების შემოწმება, პერსონალის ინსტრუქტაჟი და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვა-აღრიცხვის მართვა.
- საოპერაციო მხარდაჭერა: ავტოპარკის ეფექტურობის მონიტორინგი (რეპორტინგი) და ხელმძღვანელობის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.