შ.პ.ს „დიო“ 30 წელია წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზების, კარ–ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.
,,დიო“ –ს წარმატების ერთ - ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.
„დიო“ -ში 2004 წლიდან ISO 9001 -ს ხარისხის მართვის სისტემაა დანერგილი და ფუნქციონირებს წარმატებით.
შპს „დიო“ აცხადებს მიღებას სათავო ოფისის გაყიდვების ექსპერტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: „დიო“-ს სათავო ოფისი- დავით აღმაშნებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ N3
სახელფასო სარგო : 1200 ლარი net + ბონუსი გაყიდვებიდან
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ნაწილობრივ ტრანსპორტირებას
- კვებას
- კომფორტულ სამუშაო გარემოს
- პროფესიონალების გუნდის წევრობას
- წახალისების სისტემას (ექსკურსიები, კორპორატიული საღამოები და სხვა)
ჩვენი მოთხოვნებია:
- პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
- დამკვეთებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების უნარჩვევები;
- გამართული საუბარი ქართულად;
- უპირატესობა მიენიჭებათ რუსული/ინგლისური სასაუბრო ენის მცოდნეს.
- პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პრეზენტაციის უნარი;
- ახლის სწრაფად ათვისების უნარი;
თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:
- დამკვეთებისთვის კონსულტაციის გაწევა, როგორც ტელეფონით, ასევე ოფისში.
- შეკვეთების მიღება შესაბამის პროგრამაში დაფიქსირება
- პროდუქციის ფასების გამოთვლა, მომხმარებლისთვის გაცნობა
გისურვებთ წარმატებებს!